კარლეს პუიოლის ძველი ფოტოები

  საფეხბურთო კლუბ ,,ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტნის კარლეს პუიოლის ძველი მაგრამ ძალიან კარგი ფოტოები.,

  Image

  5 წლის ,,ბარსელონას” მომავალი კაპიტანი ნაყინით ხელში. 1983წ.

Image

 

   კარლეს პუიოლი მარკ ბერტრანთან ერთად.

 Image

 ამხანაგური მატჩი  საფეხბურთო კლუბ ,,Pobla de Segur”-ის წინააღმდეგ.1995წ.

Image

 

  ჩავი,გაბრი და პუიოლი ზეიმობენ ,,ბარსა B”-ს  გამარჯვებას. 1997წ.

Image

 

 პუიოლი ისააკ კუენკასთან ერთად.1999 წ.

Image

 

 კარლეს პუიოლი სიდნეის ოლიმპიადაზე 2000წ-ს.

Image

კარლეს პუიოლის დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში,2000 წლის ნოემბერი.ამხანაგური მატჩი ჰოლანდიის წინააღმდეგ.

Image

 

 უკომენტაროდ….    აპრილი,2001 წ. 

Image

 

 მარტი,2002წ.

Image

 

კარლეს პუიოლი უხალისოდ ტოვებს მინდორს ,ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მილანის ,,ინტერის ” წინააღმდეგ.თებერვალი ,2003წ.

Advertisements

აბა აქ არ ვარ დროებითო?!

Image

 

      

      ბერა ივანიშვილი ქართველ ფანებს დაემშვიდობა და იქ დაბრუნდა საიდანაც მოვიდა. ,,ქართულად,ალალად და კაცურად’’ მოსულმა ბერამ სრულიად საფანეთს Facebook-ის საშუალებით  გამოუცხადა ,რომ საერთაშორისო პროექტს უბრუნდება  ,რომელმაც ქართველი რეპერი საოცნებო გრემამდე და ქართული აქცენტით ,,Thank you’’-ს თქმამდე უნდა მიიყვანოს.

     რა არის რეპი!  რეპი ამერიკული სიტყვაა და ქართულად   ,,ილაპარაკე რაც გინდას ‘’   ნიშნავს  ,ეს ხუმრობით,თუმცა ქართული რეპი მართლაც რთული ფენომენია,მის სამღერად  არც ხმაა საჭირო,არც ნიჭი და არც მუსიკაზე გიწევს დიდად თავის მტვრევა.არადა რამდენი ,,ღირსშესანიშნავი’’ წარმომადგენელი გვყავს ქართველებს ამ სფეროში,ბოლოსდაბოლოს ,საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც ქართული რეპის მამობისათვის ბედინა და ლექს-სენი ეჯიბრებიან ერთმანეთს.  თუმცა ბერა მაინც სხვაა! სხვა რა! რვა მილიარდით მეტი,სხვა კი არაფერი.თუმცა ფაქტია წინასაარჩევნოდ დაწერილმა ტექსტებმა თავისი საქმე მაინც გააკეთა ,უფრო სწორად გაუკეთა ქართულ ოცნებას.ბერას შემოქმედების მწვერვალად მაინც ,,ავტოგოლი’’ ითვლება პრეზიდენტ სააკაშვილისათვის მიძღვნილი სიმღერა.

   არჩევნების დასრულებასთან ერთად ბერას ქართული შემოქმედებაც დამთავრდა,მინიმუმ მომავალ არჩევნებამდე მაინც.ბერა წავიდა და ალბომი ,,გპირდები’’ დატოვა ,ქართველი ფანების ნუგეშად.

ცოლი , როგორც დედა

Image

 

     

დიდი ხნის წინ ,ნათესავთან სტუმრად მყოფს,უკვე დაოჯახებული ქალების გარემოცვაში მომიწია ყოფნა,სადაც მამაკაცების ,უფრო სწორად ქმრების თემა აქტიურად განიხილებოდა.მაშინ ალბათ 10 წლის თუ ვიქნებოდი ,თუმცა ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა თუ როგორ ამაყობდა ერთ-ერთი ქალბატონი იმით ,რომ საკუთარი ქმარი იმდენად კარგად ჰყავს მოვლილი და იმდენად კარგად გამოიყურება ,რომ თავიდან შეუძლია ცოლის მოყვანა.ეს ყველაფერი მაშინ ,როცა ამ ქალისთვის მძიმე შრომას აშკარად დაუტყვიაკვალი.მისი გარეგნობაც კარგად მახსოვს,თუმცა მაშინ აზრს კარგად ვერ ვაცნობიერებდი.არადა დღესაც ,ისევე როგორც მაშინ ,მსგავსი ვითარება ბევრ ოჯახშია,განსაკუთრებით სოფლებში სადაც ქალის ფუნქცია ვერაფრით გასცდა დიასახლისის როლს.ქართველებისათვის სიტყვა ცოლი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.ცოლი აუცილებელია ,იმდენად, რომ ზოგჯერ მამაკაცის ფუნქციებსაც ითავსებს,თუ ეს უკანასკნელი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას.ზოგიერთი ქალი ისე იჭრება როლებში,რომ თვითონაც ვერ ხვდება როგორ ითავსებს დედის ფუნქციებს.ვერაფრით გამიგია ,რატომ ექცევა ზოგიერთი ქალი ქმარს როგორც ბავშვს და კიდევ უფრო მიკვირს ,მამაკაცები რატომ ირგებენ ამ როლსსიამოვნებით.

   ერთი მონაკვეთი გამახსენდა პაულო კოელიოს ნაწარმოებიდან ,,ზაჰირი ‘’,რომელიც ამ ურთიერთობას ქალისა და მამაკაცის შემდეგნაერი დიალოგით გადმოსცემს:

–       იცი ყველაზე მეტად რა ხიბლავს ქალს ქორწინებაში?

–       სექსი

–       ცდები! საჭმლის კეთება და იმის ყურება როგორ მიირთმევს მისი ქმარი  საჭმელს .ეს ქალის გამარჯვების წუთებია.იგი ხომ მთელი დღის განმავლობაში ვახშამზე ფიქრობს.ამის მიზეზი ალბათ შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ,როცა შიმშილი შთამომავლობას განადგურებით ემუქრებოდა და საკვები გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.

 

გულშემატკივრის ოცნება

Image

 

     მიყვარს ფეხბურთი,შეიძლება ითქვას, რომ სპორტის ამ სახეობაზე მეტისმეტადაც კი ვარ შეყვარებული.თუ ოდესმე ცხოვრებაში მამაკაცად ყოფნა მინატრია ,მხოლოდ ფეხბურთის გამო.შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ ,კი მაგრამ ფეხბურთს ხომ ქალებიც თამაშობენო ,არ მიწყინონ ქალბატონებმა მითუმეტეს , რომ მეც მათ რიგს მივეკუთვნები, მაგრამ ჩემი აზრით სუსტი სქესის ნათამაშები ფეხბურთიც სუსტია,თუმცა ეს არ არის ამ პოსტის თემა, სხვა რამეა ,კონკრეტულად ქართული ფეხბურთი და უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ეროვნული ნაკრები.ეს ის გუნდია ,რომელმაც არაერთი ქართული ფეხბურთის ლეგენდა მოინელა ყიფიანის, ჩივაძის სახით ,რომლებიც სხვადასხვა დროს ამ ნაკრებს წვრთნიდნენ ,იგივე ბედი გაიზიარეს ალენ ჟირესმა  ექტორ რაულ კუპერმა  და ა.შ. ახლა რიგში თემურ ქეცბაიაა, რომელიც წვალობს,წვალობა… ჯერჯერობით მის საქმიანობას ეს სიტყვა გამოხატავს ყველაზე კარგად ,რა თქმა უნდა ,ბევრი რამის არდანახვა  უმადურობა იქნება ,თუმცა ეს მაინც არ არის ის ,რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს და ეს კარგად იცის მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც.

   შესაძლოა ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი თითოეულმა გულშემატკივარმაც საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ.პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ,რადგან თუკი შემიძლია ჩემი ფავორიტი გუნდის კატალონიის ,,ბარსელონას” შემადგენლობა ,ისტორია და რიგითობა  წარმატებით ჩამოვაყალიბო, იგივეს გაკეთება საქართველოს ნაკრების შემთხვევაში გამიჭირდება.ამის გამო მრცხვენია ,მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ ,რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის.

    ფაქტი კი ერთია მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ეტაპი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს უფრო დაემსგავსა.არაფერია იმაზე უარესი, როცა თამაშობ ,მაგრამ მოედანზე გასვლის პირველივე წუთიდან იცი რომ წააგებ.

    საქართველოს ნაკრები ახალგაზრდავდება და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს,რასაკვირველია ჩემთვისაც,რადგან ახლა 22 წლის  ვარ და ჯერ ვერ ვეღირსე იმას, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის გუნდს ვუქომაგო,არაუშავს,ამას ავიტან ,მთავარია ამ ყველაფრის მისაღწევად კიდევ 22 წელი არ დამჭირდეს.

    

I’m happy

Image

 

 

    ცხოვრებაში ოდესმე გითქვამთ ,,შეჩერდი წამო რა მშვენიერი ხარ ”… , მშურს თქვენი!,რადგან მე არასდროს მინატრია დროის გაჩერება და ეჭვი მაქვს ,რომ არც არასდროს გავაკეთებ ამას.

   ქალს სულ ცოტა რამ  ჭირდება ბედნიერებისათვისო ამბობენ,ოღონდ ამ  ,,ცოტა რამეში” რა იგულისხმება ,ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება.

  რას ნიშნავს ბედნიერება? მისი მნიშვნელობა იმდენად აბსტრაქტულია, რომ კონკრეტული სიტყვების პოვნა მის ასახსნელად მიჭირს.ზოგი სანამ საკუთარი ავტომობილების კოლექციას ახლით არ შეავსებს, გამუდმებით უკმაყოფილოა,ზოგიერთი კი მხოლოდ იმითაა ბედნიერი, რომ მშიერს არ დაუღამდა დღე .მე მაინც ვერ გავიგე ბედნიერების საზომი რა არის ,თუ ამ ყველაფრის აზრი ის არის ,რომ მას აზრი არ გააჩნია.ყველა ადამიანს  ალბათ ბედნიერების საკუთარი კრიტერიუმი აქვს ,წესით მეც მათ რიგებში უნდა ვიყო,მაგრამ შეიძლება საკუთარი ადგილის პოვნა ჯერ ვერ მოვახერხე.

   მაგ. მე კარგ ხასიათზე  ვარ როდესაც ,,ბარსა” იგებს ,განსაკუთრებით მაშინ თუ ,,რეალს” ამარცხებს და ისე იგებს,ოღონდ ამ განწყობის გამოსახატად სიტყვა ,,სიხარული ” შეიძლება გამოვიყენო და არა ბედნიერი.

   ამ პოსტის წერისას ისეთ ადგილზე ვარ ,საიდანაც ულამაზესი ბუნების ხედი იშლება,წესით ახლა უნდა ვამბობდე ,ბედნიერი ვარ თქო.გაზაფხული მოვიდა ,სუნს გრძნობთ?წელიწადის ეს პერიოდი გამორჩეულად  მიყვარს ,ყველაფერი სალათისფერი რომ არის,სალათისფერი და არა მწვანე,გრილი ნიავი უბერავს,შორს მთებზე კი ისევ დევს თოვლი.გაზაფხული ნელ-ნელა იკრებს ძალას და თუ სადმე ჭიამაიას წავაწყდები უნდა ვთხოვო ჯერ გამაგებინოს და მერე მაპოვნინოს ბედნიერება.

    კურორტი ,,ამაღლება’’ უკვე  თავისი არსებობის 38-ე  წელს ითვლის.თუმცა ამ ადგილს ხელუხლებლად დღეს მხოლოდ სახელი შემორჩა.ის ადგილი ,რომელიც ოდესღაც ვანის რაიონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა ,დღეს საკუთარ თავს აღარ გავს.მოშლილი ინფრასტრუქტურა ,მოუვლელი ტერიტორია დღეს იმის საშუალებას არ იძლევა ,რომ ამ ადგილას ოდესღაც ცნობილი კურორტი ,,ამაღლება ‘’ამოიცნონ. 

Image

 

Image

 

    ვანის რაიონ სოფელ ამაღლებაში ,ამავე სახელობის კურორტი 1975 წლიდან ფუნქციონირებს,მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კურორტის მთავარ ღირსებას მინერალური თერმული წყლები წარმოადგენს ,რომლის ტემპერატურა 40 %-ს აღემატება და სამკურნალო თვისებები გააჩია.სწორედ ამ სამკურნალო წყლების წყალობით კურორტი ,,ამაღლება’’ მალევე გახდა ცნობილი და  დამსვენებლების  ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა ,ამასთან ერთად  მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროდაც იქცა.ასეა დღესაც, თუმცა მასშტაბი გაცილებით უფრო მცირეა.

Image

 

Image

 

ურთულეს მდგომარეობაში მყოფი კურორტი ინვესტორის მოლოდინშია.

Image

ლუკას გამოწვევა

Image 

   

      ქართულმა ტელევიზიებმა, უფრო სწორად ტელევიზიამ ისწავლა კარგი სატელევიზიო შოუების გაკეთება,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2 -ს ‘’ ვგულისხმობ ,რა თქმა უნდა ,დანარჩენები ცდილობენ ,თუმცა რამდენად გამოსდით სხვა საკითხია.ზოგი საერთოდ არ ცდილობს ,მაგალითად ,,TV 9’’,ამ ტელეარხის  გადაცემები ეკრანებთან ,ალბათ ათ ადამიანს თუ მოუყრის თავს.ამიტომაც მეც ,,ნასწავლ’’ არხზე  და მის გადაცემაზე  ვილაპარაკებ .

,,საქართველოს ვარსკვლავი’’ ,შოუ ,რომელმაც ,,რუსთავი 2-ზე’’ უკვე კარგად ცნობილი და მობეზრებული ,,ჯეოსტარი’’ ჩაანაცვლა. ამ პროექტის დაწყება ხომ ერთგვარი რისკი იყო ავტორების მხრიდან ,რადგან ერთგვარ ტრადიციად იქცა ,რომ ყველა  მასშტაბური მუსიკალურ პროექტის წამყვანი  ,,დუტა’’ უნდა იყოს ,ჟიური კი რა ჟიურია თუ მას მარინა ბერიძე არ ამშვენებს.პროექტი დამთავრდა და ხალხმა გამარჯვებულიც აირჩია ,ჩემი აზრით ღირსეული. ლუკა ზაქარიაძე ,ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ შოუბიზნესში ,თუ  ასეთი რამ  ჩვენ საერთოდ გვაქვს,რადგან სიტყვა ,,შოუბიზნესის ‘’ განმარტებას ქართველი მაყურებელი ათ წელზე მეტია უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეძებს .

     ვარსკვლავები ქრებიან და ჩნდებიან ,  ,,საქართველოს ვარსკვლავის’’ ისევე ,როგორც მისი მისი წინამორბედი ,,ჯეოსტარის’’ ნაკლი ისაა, რომ ეს ჩაქრობა ძალიან მალე ხდება ,უფრო სწორად პროექტის დამთავრებისთანავე.ქართველ მაყურებელს განსხვავებული სურათი ჯერ არ უნახავს ,პირადად მე ძალიან მინდა ლუკა ზაქარიაძე გამონაკლისი იყოს ,რადგან ის განსხვავებული გამარჯვებულია, განსხვავებული იმიტომ არა, რომ სიხარულის გამოხატვა უჭირს ,არამედ გამორჩეული ხმის ტემბრით  და შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებით. კარგი იქნება თუ ლუკა ზაქარიაძე წინამორბედთა კვალს არ გაჰყვება და  ,,საქართველოს ვარსკვლავით’’ არ დამთავრდება ყველაფერი, მსმენელს სიახლე სჭირდება და არა იმ გზის გამეორება ,რომლის ფინალი ქართველი მაყურებლისათვის  უკვე კარგადაა ცნობილი.