ლუკას გამოწვევა

Image 

   

      ქართულმა ტელევიზიებმა, უფრო სწორად ტელევიზიამ ისწავლა კარგი სატელევიზიო შოუების გაკეთება,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2 -ს ‘’ ვგულისხმობ ,რა თქმა უნდა ,დანარჩენები ცდილობენ ,თუმცა რამდენად გამოსდით სხვა საკითხია.ზოგი საერთოდ არ ცდილობს ,მაგალითად ,,TV 9’’,ამ ტელეარხის  გადაცემები ეკრანებთან ,ალბათ ათ ადამიანს თუ მოუყრის თავს.ამიტომაც მეც ,,ნასწავლ’’ არხზე  და მის გადაცემაზე  ვილაპარაკებ .

,,საქართველოს ვარსკვლავი’’ ,შოუ ,რომელმაც ,,რუსთავი 2-ზე’’ უკვე კარგად ცნობილი და მობეზრებული ,,ჯეოსტარი’’ ჩაანაცვლა. ამ პროექტის დაწყება ხომ ერთგვარი რისკი იყო ავტორების მხრიდან ,რადგან ერთგვარ ტრადიციად იქცა ,რომ ყველა  მასშტაბური მუსიკალურ პროექტის წამყვანი  ,,დუტა’’ უნდა იყოს ,ჟიური კი რა ჟიურია თუ მას მარინა ბერიძე არ ამშვენებს.პროექტი დამთავრდა და ხალხმა გამარჯვებულიც აირჩია ,ჩემი აზრით ღირსეული. ლუკა ზაქარიაძე ,ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ შოუბიზნესში ,თუ  ასეთი რამ  ჩვენ საერთოდ გვაქვს,რადგან სიტყვა ,,შოუბიზნესის ‘’ განმარტებას ქართველი მაყურებელი ათ წელზე მეტია უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეძებს .

     ვარსკვლავები ქრებიან და ჩნდებიან ,  ,,საქართველოს ვარსკვლავის’’ ისევე ,როგორც მისი მისი წინამორბედი ,,ჯეოსტარის’’ ნაკლი ისაა, რომ ეს ჩაქრობა ძალიან მალე ხდება ,უფრო სწორად პროექტის დამთავრებისთანავე.ქართველ მაყურებელს განსხვავებული სურათი ჯერ არ უნახავს ,პირადად მე ძალიან მინდა ლუკა ზაქარიაძე გამონაკლისი იყოს ,რადგან ის განსხვავებული გამარჯვებულია, განსხვავებული იმიტომ არა, რომ სიხარულის გამოხატვა უჭირს ,არამედ გამორჩეული ხმის ტემბრით  და შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებით. კარგი იქნება თუ ლუკა ზაქარიაძე წინამორბედთა კვალს არ გაჰყვება და  ,,საქართველოს ვარსკვლავით’’ არ დამთავრდება ყველაფერი, მსმენელს სიახლე სჭირდება და არა იმ გზის გამეორება ,რომლის ფინალი ქართველი მაყურებლისათვის  უკვე კარგადაა ცნობილი.